კახა ბენდუქიძე ეკონომიკის შემცირების მიზეზს ასახელებს

კახა ბენდუქიძე ეკონომიკის შემცირების მიზეზს ასახელებს

“თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელ კახა ბენდუქიძის აზრით, მთავრობის აქტიურობის შედეგია, რომ ეკონომიკა გაჩერდა. ამის შესახებ ბენდუქიძემ ”აქცენტს” ”საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ივნისში ეკონომიკის ზრდის ტემპმა -0,8% შეადგინა. ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ თავისი აქტიურობა უნდა გააჩეროს და ეკონომიკასაც ეშველება.

”აქცენტის” კითხვაზე: მთავრობა ირწმუნება, რომ ბიზნესის პასიურობა სასათბურე პირობების არარსებობით და ამით გამოწვეული აკლიმატიზაციის გაჭიანურებითაა განპირობებული, ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ”თუ ბიზნესს აკლიმატიზაცია გაუჭირდა, ე.ი. ბიზნესკლიმატი გაუარესდა”. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კახა ბედნუქიძე ვიცეპრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ”აქცენტის” გვერდზე გამოქვეყნებულ, ეკონომისტების იმ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, რომელშიც ისინი კვირიკაშვილს და ზოგადად, მთავრობას მეტი აქტიურობისა და ინიციატივების გამოჩენისკენ მოუწოდებდნენ. ”პატარა ბავშვს რომ ჩაქუჩი უჭირავს და უკვე ჭურჭლის დიდი ნაწილი დამტვრეული აქვს, განა - ”მიდი ბიჭო, შენ გენაცვალეო”, უნდა უთხრა? მთავრობის აქტიურობის შედეგია, რომ ეკონომიკა გაჩერდა. მეტი აქტიურობა თუ გამოიჩინა მთავრობამ, მაშინ რეცესია გარდაუვალია”, - განაცხადა ბენდუქიძემ.