ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა თეირანში ოფიციალურად დადო ფიცი. სახელმწიფოს ახალი მეთაურის ინაუგურაცია აიოთოლა ალი ჰამენმა ჩაატარა.

ჰასან როუჰანმა, რომელსაც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის მხრიდან მომლაპარაკლებლის პოსტი ეკავა, არჩევნებში 2013 წლის ივნისში გაიმარჯვა.

პირველსავე ტურში მისი გამარჯვება მრავალი დამკვირებლისათვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

მას პრაგმატულ ადამინად მიჩნევენ და იგი ირანის რეფორმატორული მოძრაობის მხარდაჭერით სარგებლობს.