კობა დავითაშვილი:    ბაჩო ახალაიამ გარანტიები მოითხოვა, რომ ჩვენება არ მიეცა პრეზიდენტის წინააღმდეგ

კობა დავითაშვილი: ბაჩო ახალაიამ გარანტიები მოითხოვა, რომ ჩვენება არ მიეცა პრეზიდენტის წინააღმდეგ

"ხალხის პარტიის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიამ გარანტიები მოითხოვა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. 

"ბაჩო ახალაიას გამართლებას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და სწორედ ეს გარანტიები მოითხოვა ბაჩო ახალაიამ, რომ ჩვენება არ მიეცა პრეზიდენტის წინააღმდეგ და მთელ ამ პროცესს მართლმსაჯულების ზეიმად არ მივიჩნევ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რეალურად ჩვენს ქვეყანაში სასამართლო თავისუფალი არ არის. დავითაშვილის განცხადებით, სასამართლო დღეს იმართება პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ.
კობა დავითაშვილმა სამართლიანობის აღგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის სამართლოანობის აღდგენა ჯალათების დასჯას ნიშნავს.

"ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილის ჯალათებს. ასევე, სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და უკანონოდ განთავისუფლებული ადამიანები უნდა აღდგნენ სამსახურში", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

აღნიშნული განცხადება კობა დავითაშვილმა დღეს "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში გააკეთა.