გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი "თუშეთობას" დაესწრო

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სოფელ ომალოში, "თუშეთობის" ტრადიციულ დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო ზეიმი მიულოცა.

სტუმრობისას მარგველაშვილმა დაათვალიერა თუშეთის უნიკალური ციხე "კესელო", დააგემოვნა ადგილობრივი სამზარეულო, დაესწრო დოღს და სხვა ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს. მან ასევე დაათვალიერა რეგიონის მოსახლეობის მიერ დამზადებული თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.