4 აგვისტოს მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება

4 აგვისტოს მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება

4 აგვისტოს მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამინდის მოკლევადიანი პროგნოზირების ცვლის უფროსმა ნონა ელისაშვილმა განუცხადა , 4 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ძირითად ნაწილში იწვიმებს, ზოგან ძლიერი წვიმაცაა მოსალოდნელი. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +21 +26; მთაში +19 +24 და მაღალ მთაში +17 +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა ბარში +26 +31; მთაში +23 + 28 და მაღალ მთაში +16 +21 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დაუბერავს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა კი +29 გრადუსი იქნება.

სტატისტიკური ჩანაწერების თანახმად, თბილისში ყველაზე დაბალი ტემპერატურა +14 გრადუსი 1889 წელს დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა +39.4 გრადუსი კი 1920 წელს.