ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება მანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს მოხდა, რა დროსაც მოულოდნელად აფექდა გაზის ბალონი.
დაშავებულები გადაყვანილი არიან ზუგდიდის საავადმყოფოში. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.