"გიორგი სიგუა გაშლილ სუფრაზე მოვიდა და ტურიზმის განვითარებისთვის თითი თითზე არ დაუდია"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, "გიორგი სიგუა გაშლილ სუფრაზე მოვიდა და ტურიზმის განვითარებისთვის თითი თითზე არ დაუდია".

ამის შესახებ კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბატონი სიგუა, შეიძლება, ითქვას, გაშლილ სუფრაზე მოვიდა და თითი თითზე არ დაუდია საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის. ჩვენ იგი გვახსოვს თავის დროზე როინ მეტრეველის კორუმპირებული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ დამქაშად. თავისთავად საინტერესოა, რომ ეს ადამიანი ამაყობს ქუთაისის აეროპორტის გაზრდილი მგზავრთა რაოდენობით იმ ფონზე, როცა "ქართული ოცნება" დღენიადაგ აკრიტიკებდა როგორც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევის პროექტს, ასევე ზოგადად, საქართველოში ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა კანდელაკმა.