დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები გუდაურში იმყოფებიან

დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები გუდაურში იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები გუდაურში, სასტუმრო "მარკო პოლოში" იმყოფებიან.

გუდაურში "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ორგანიზებით, ორი ღონისძიება ეწყობა. ერთი ღონისძიება გუშინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ჟურნალისტებს შეხვდნენ და საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამეს.

საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გუდაურში დღესაც გრძელდება. თავად პარლამენტის თავმჯდომარე გუდაურში დღეს ჩავიდა, რადგან ასევე NDI-ს ინიციატივითა და ორგანიზებით დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომლებისათვის.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა გუდაურში ყოფნის განმავლობაში უმცირესობის ლიდერები შეხვდებიან თუ არა დავით უსუფაშვილს და შესაძლოა, თუ არა რაიმე კონსულტაციის გამართვა, თუმცა როგორც მათი მხრიდან ითქვა, ასეთი რამ არ იგეგმება.

ამასთან, გუდაურში იმყოფებოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც უკვე გაემგზავრა.