აშშ ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, ალ-ქაიდას მუქარის გამო მოგზაურობაზე უარი თქვან

აშშ ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, ალ-ქაიდას მუქარის გამო მოგზაურობაზე უარი თქვან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, უარი თქვან მოგზაურობაზე ”ალ-ქაიდას” მუქარის გამო. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ალ-ქაიდას" პოტენციური სამიზნე ძირითადად შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იქნებიან.

"არსებული ინფორმაციით, "ალ ქაიდა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განაგრძობენ ტერორისტული აქტების დაგეგმავს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ისინი თავდასხმებს ამ პერიოდში და აგვისტოს ბოლოსკენ გეგმავენ", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტები ტურისტული ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრძანება გასცა, "გატარდეს ყველა საჭირო" ზომები ამერიკელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას აშშ-ის სპეცსამსახურებმა ხელთ იგდეს "ალ ქაიდას" ლიდერების საუბრის ჩანაწერი, სადაც ისინი აშშ-ის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმებს გეგმავდნენ.

რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით, აშშ 20-ზე მეტ დიპლომატიურ მისიას დახურავს რამდენიმე დღით.