აზერბაიჯანმა დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე

აზერბაიჯანმა დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა

ქართველი მწერლები დავით ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო news.az იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე – მთიან ყარაბახში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შავ სიაში "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისთვის მოხვდნენ.

აზერბაიჯანული სააგენტოს ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა ბედროს კირკოროვი, ოპერის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე.