"ამჟამად არ არსებობს არცერთი გამოძიება არცერთ საქმეზე, სადაც სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა მზადდებოდეს"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, "ამჟამად არ არსებობს არცერთი გამოძიება არცერთ საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა მზადდებოდეს".

ამის შესახებ კბილაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში იქნას მიცემული.

"ამჟამად არ არსებობს არცერთი გამოძიება არცერთ საქმეზე სადაც ის პასუხისგებაში იყოს მიცემული ან ასეთი რამ მზადდებოდეს უახლოეს დროში. მე ვსაუბრობ ფაქტის შესახებ და მე არ შემიძლია პროგნოზირება, რადგან მე პოლიტიკოსი არ ვარ. ასე რომ, ფაქტს ვამბობ, რომ მსგავსი რამ ჯერჯერობით არ არსებობს მისი პასუხისმგებლობის კუთხით, რომ ეს დაგეგმილი იყოს დღეისათვის, ხოლო მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა კბილაშვილმა.