რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა „სამხრეთის კარიბჭეს“

რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა „სამხრეთის კარიბჭეს“

ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლის გოგონა, რომელიც მამა-შვილს ძალადობაში ადანაშაულებს, ამჟამად თურქეთში, დეიდასთანაა. მან ქვეყანა 5 თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც მომხდარის შესახებ სოფელმა გაიგო, სამართალდამცავებმა კი მოძალადეების დასჯა მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ შეძლეს.

გოგონამ ჩვენთან დაკავშირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „სამხრეთის კარიბჭეს“ პორტალზე სტატია „ოჯახის ნათლიას გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ“ გამოქვეყნდა.

გოგონასთან ერთად სკაიპით დეიდაც გვესაუბრა. მომხდარის შესახებ ემოციისა და ცრემლების გარეშე საუბარი ვერცერთმა შეძლო.

„ბავში ძალიან ცუდადაა, ვერაფერს ეტყვი, ყველაფერზე ტირილი უტყდება. ღამით ხშირად ძილში ხტება და ბოდავს. ისე მყავს, როგორც დედას და კიდევ დიდხანს დარჩება ჩემთან, მაგრამ ხომ უნდა სოფელში დაბრუნებაც?! დასაჯონ ეგ კაცი, მანამდე სანამ სისხლი დაიღვრება, სანამ სახლ-კარს გადავუწვავთ და კიდევ ერთი საშინელება დატრიალდება“, - გვითხრა გოგონას დეიდამ.

საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო მეცხრე თვეა იძიებს, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე მხილებული არ არის. გოგონას განცხადებით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე სწორედ იმ კაცის ქალიშვილია, რომელიც მასზე 4 წლის განმავლობაში ძალადობდა: „მაგ კაცის გოგომ იცის ყველაფერი. მან რომ თქვას რაც იცის, საქმეს მსვლელობა მიეცმა და აღარ გაჩერდება, მაგრამ არ ამბობს. პირველად როცა მოხდა ეს ამბავი, მისმა შვილმა მნახა გულწასული. მან ყველაფერი იცის“.

მისივე თქმით, იმ კაცის ცოლმა, რომელიც მასზე ძალადობდა, პოლიციაში თქვა, რომ მომხდარის შესახებ იცოდა: „ჩემი ნათქვამი გაუგია, თავის შვილს ვუყვებოდი და თურმე ბოსელში ესმოდა ჩემი ლაპარაკი, რომ ვიღაც კაცი რაღაცას ძალით მაკეთებინებდა და რომ მაშინებდნენ და ამას ხმამაღლა ვერ ვამბობდი. თუმცა, ის არ უთქვამს, რომ მის ქმარზე იყო საუბარი. მან ხელი სოფელში ერთ-ერთ ბიჭს დაადო“.

გოგონას თქმით, გარდა მოძალადეების მხრიდან მუქარისა, მიზეზი რის გამოც მომხდარის შესახებ ვერაფერი თქვა, სოფელში გაუპატიურების მცდელობის კიდევ ერთი შემთხვევა იყო: „იმ კაცის შვილმა, რომელიც ჩემზე მამასთან ერთად ძალადობდა, სოფელში ერთ ქრისტიან (სოფელში მართლმადიდებლები და მუსლიმები ცხოვრობენ „ს.კ“) გოგონასთანაც სცადა იგივე გაეკეთებინა, მაგრამ სანამ რამე მოხდებოდა, ამ გოგოს ძმამ გაიგო, რომ მის დას მუქარით შეხვედრას აიძულებდნენ. მოგვიანებით კი მათმა ბიცოლამ პოლიციაშიც დარეკა, თუმცა, ამაოდ. ამ ბიჭს ვერაფერი დაუმტკიცდა. ვიფიქრე, რომ მეც ვერაფერს გავხდებოდი და გავჩუმდი“.

გოგონა ამბობს, რომ პოლიციამ მოძალადეების დასჯის საუკეთესო შანსი ხელიდან გაუშვა: „მეუბნებიან მხოლოდ შენი ნათქვამით ვერავის დავიჭერთო. ეს მესმის, მაგრამ თავიდანვე შევთავაზე პოლიციას ერთი კვირა ეცდიათ ჩემთვის და ფაქტზე დავაყენებდი თუ რას როგორ მაიძულებნენ, მაგრამ მაშინ მითხრეს, არ არის საჭირო, შენი ნათქვამიც საკმარისიაო და ის კაცი დაკითხვაზე დაიბარეს. დაკთხვის შემდეგ კი სახლში გაუშვეს და ახლა საქმის გამოსაძიებლად აღარაფერს აკეთებენ“.

მისი თქმით, მამაკაცი რომელიც მასზე ძალადობდა, გაუსული წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალების“ აქტიური მხარდამჭერი, ამასთან ერთად, პოლიციის ინფორმატორიც იყო: „სოფელში მას ამოჰქონდა „პლაკატები“ გასაკრავად, პოლიციასაც ეგ აწვდიდა ინფორმაციებს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც არ აკავებენ“.

გოგონას უნდა პასუხი გასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ წერდნენ, რომ თუ 4 წლის განამვლობაში ორი მამაკაცი მასზე ძალადობდა, შეუძლებელი იყო ქალიშვილი დარჩენილიყო: „იცოდნენ რას აკეთებდნენ. პირველად როცა იმ კაცმა ჩემთან იძალადა გული წამივიდა ტკივილისგან, ამის შემდეგ ამას უკნიდან აკეთებდნენ. მაგრამ ექსპერტიზა მხოლოდ საქალწულე აპკზე ჩამიტარდა, სხვაგვარად ექიმებს არ შევუმოწმებივარ“.

მისი თქმით, ექსპერტიზა ბოლო ძალადობიდან 2-3 თვის შემდეგ გაკეთდა.

„ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავში ნაწვალებია. მაგრამ ამას ყუარდღებას არავინ აქცევს“, - გვითხრა დეიდამ.

გოგონა სწავლის გაგრძელებას თურქეთში გეგმავს, ამბობს რომ სოფელში დაბრუნება უჭირს. თუმცა, აქვე ამატებს, რომ „თუ ეს გამოძიებას დასჭირდება, ქვეყანის დასალიერიდან ჩამოვა, ოღონდ კი პოლიციამ სიმართლის გაკრვევა შეძლოს“.