გიორგი მარგველაშვილის PR სამსახურს შალვა რამიშვილი უხელმძღვანელებს

გიორგი მარგველაშვილის PR სამსახურს შალვა რამიშვილი უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის PR სამსახურს საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალურად წარდგენისა და პრეზენტაციის შემდეგ სათავეში ცნობილი ჟურნალისტი და “მეცხრე არხის” ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი ჩაუდგება. ჯერჯერობით მარგველაშვილის PRსამსახურს თინათინ მჟავანაძე ხეკმძღვანელობს.

“ვინ იქნება PR, ამას საზოგადოება საარჩევნო შტაბის პრეზენტაციის შემდეგ შეიტყობს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება”-აცხადებს შალვა რამიშვილი.

მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შალვა რამიშვილმა შესაძლოა მღჩევლის ან ახალი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის სავარძელიც დაიკავოს.