ბაჩო ახალაია: ჩემი ჩამოსვლა სწორედ ამას ისახავდა მიზნად

ბაჩო ახალაია: ჩემი ჩამოსვლა სწორედ ამას ისახავდა მიზნად

სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს თავად ბრალდებული, ბაჩო ახალაია ეხმაურება. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა.

"ძვირფასო მეგობრებო, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯეროდა, გვერდში გვედგა მე და ჩემს ოჯახს ამ ყველაზე რთულ პერიოდში. ჩემი ჩამოსვლა სწორედ იმას ისახავდა მიზნად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი და არავისთვის მიმეცა საშუალება ქართული ჯარის რეპუტაცია დაეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ, ასვე მადლობას ვუხდი ყველა იმ ბრალდებულს, რომელიც სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოდა ამდენი თვის განმავლობაში და არ უღალატა საკუთარ პრინციპებს. ეს ადამიანები არიან წარმატებული საქართველოს გარანტი"- ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.