საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი, თუმცა კვლავ რჩება ადგილი პროგრესის მისაღწევად

საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი, თუმცა კვლავ რჩება ადგილი პროგრესის მისაღწევად

საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი, თუმცა კვლავ რჩება ადგილი პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში ჟურნალისტებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

რიჩარდ ნორლანდის თქმით, მას აინტერესებდა არასაპარტამენტო პარტიების ლიდერების ხედვა საპრეზიდენტო და მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან როგორც ელჩმა აღნიშნა, იმ პოლიტიკურ სეზონზე, რომელშიც საქართველო შედის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოთამაშეების მოსაზრებების გათვალისწინება.

"მთელი რიგი საკითხები იკვეთება, როგორიცაა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი, თუ რამდენად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები, მედიის პოლარიზება – არის თუ არა იმ დონეზე პოლარიზებული მედია, რომ ხელი შეეშალოს ყველა პოლიტიკური პლატფორმის სამართლიან გაშუქებას. მედიას დიდი როლი აკისრია ამ პროცესში. ამგვარი შეხვედრები კი დაგვეხმარება გავიაზროთ საქართველოს საზოგადოებაში არსებული შეხედულებები დავხვეწოთ ძალისხმევა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ კვლავ რჩება ადგილი პროგრესისთვის", - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებს ამერიკის საელჩოში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი, ფიქრია ჩიხრაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე და სერგო ჯავახაძე.