"საქართველოს მთავრობას სრულიად ახალი მიდგომები აქვს, რასაც შვეიცარია მხარს დაუჭერს"

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის გაუნტერ ბეხლერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სრულიად ახალი მიდგომები აქვს, რასაც შვეიცარია მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ ბეხლერმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის, მისი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საინტერესო იყო სამინისტროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დიალოგი. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამგვარი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიებს, პირდაპირ მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორს, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებთან. დავაფიქსირეთ კონკრეტული იდეები თანამშრომლობის განვითარებაზე, ვაჭრობის გაუმჯობესებაზე, ნდობის მშენებლობაზე. საქართველოს ხელისუფლებს სრულიად ახალი მიდგომები აქვს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და მხარს დავუჭერთ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, მომავალ წელს, როცა შვეიცარია გახდება ეუთო-ს თავმდჯომარე ქვეყანა და მონაწილებას მივიღებთ ჟენევის მოლაპარაკებებში", - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.