პოლ მაკარტნი მამობისათვის ემზადება

პოლ მაკარტნი მამობისათვის ემზადება

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გამოჩენილმა მუსიკოსმა, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრმა სერ პოლ მაკარტნიმ ნენსი შეველზე იქორწინა.

 

ნენსი მაკარტნისათვის მესამე ოფიციალური მეუღლე გახლავთ.

 

სერ პოლმა პირველად 1969 წელს იქორწინა. მისი პირველი რჩეული ლინდა ისტმენი იყო. ლინდა 1998 წელს კიბოს დააადებით გარდაიცვალა.

 

ცნობილი მუსიკოსი მეორედ 2002 წელს, მოდელ ჰიზერ მილსზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ.

 

საინტერესოა, რომ ქორწინების დღე პოლ მაკარტნის შემთხვევით არ აურჩევია. 2011 წლის 9 ოქტომბერს მის კოლეგა ჯონ ლენონს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა.

 

გუშინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ქალბატონი ნენსი ფეხმძიმობის მესამე თვეში იმყოფება და საყვარელ მეუღლეს რამდენიმე თვეში შვილს აჩუქებს.

 

ამ ინფორმაციას მუსიკოსის ახლობლები ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ ყველაფრის მცოდნე პაპარაცების ფხიზელ თვალს ვერაფერს გამოაპარებ.

 

თავად მომავალი მამიკო ამჟამად საგასტროლო ტურნეში იმყოფება. მან უკვე ჩაატარა კონცერტები აბუ დაბიში და ბოლონიაში. გუშინ სერ პოლი პარიზელი თაყვანისმცემლების წინაშე წარსდგა. 11 დეკემბერს მაკარტნის სტოკჰოლმში ვიხილავთ, 12-ში ჰელსინკში და 14 დეკემბერს მოსკოვში.