"უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს"

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის მარიკა ვერულაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს.

ამის შესახებ ვერულაშვილმა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

"მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მერაბიშვილი სიმართლის მოსმენას მიჩვეული არ არის. მინდა, გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ამის მოსმენა მას ხშირად მოუწვეს. უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მე ამ დრომდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე და მინდა, დღეს ამაზე ვისაუბრო. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში მერაბიშვილის დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ ის პარტიის გენერალური მდივანი არ უნდა ყოფილიყო. რადგან ეს მაინც მოხდა, ეს გადაწყვეტილება მივიღე, რაც ძალიან გამიჭირდა. რადგან დაარსების დღიდან ამ პარტიის წვერი ვიყავი. დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ მერაბიშვილის გევრდში დგომა დანაშაულია", - განაცხადა ვერულაშვილმა.