"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქმა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა, ყალბია"

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარსემა ილია მეორემ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ამის შესახებ "პირWელს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.

"რამდენიმე დღეა, მედიაში მუსირებს აზრი, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბატონ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. ზოგიერთ გაზეთში კონკრეტული თარიღიც კი დასახელდა ამ მიზნით მის უწმინდესობასთან ბატონი პაატას "საიდუმლო შეხვედრისა".

ეს ინფორმაცია საერთოდ არის ყალბი და იგი სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იგი კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.