საქართველოს ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქ. N25-ში განთავსდება.
ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
ისტორიული შენობა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდებარეობდა, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის რეზიდენცია გახდება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. რაც შეეხება პრემიერს, ის სახელმწიფო კანცელარიაში დარჩება.
რა განთავსდება პრეზიდენტის მოქმედ ავლაბრის რეზიდენციაში, ეს ჯერჯერობით უცნობია.