მოსკოვსა და პეტერბურგში აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. "ლენტა.რუ"-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილი .
ადგილობრივი მედიის ცნობით, უშუალოდ მოსკოვის აქციაზე 58 ადამიანი დააკავეს. აქცია, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო, მანეჟის მოედანზე გაიმართა. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, აქციაში 2500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
პეტერბურგის პოლიციამ კი 45 ადამიანი დააკავა. აქცია "მალაია სადოვაიას" ქუჩაზე ჩატარდა. აღნიშნული აქციაც არასანქცირებული იყო. მასში მონაწილეობას რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა.
ალექსეი ნავალნი და მეწარმე პეტრ ოფიცეროვი დღეს კიროვში დააკავეს.