თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ამ წუთებში ეკონომიკის სამინისტროსთან ავტომანქანიდან ბუნებრივი აირი ჟონავს.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია მაშველთა ჯგუფი.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ცოტა ხანში ადგილზე სპეციალისტები მივლენ, რომლებიც ავტომანქანის იმ მილს გადაკეტავენ, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავს.