თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ 13.00 საათზე ჩატარდება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხცადა.
საკრებულოში, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხი დარჩა შესათანხმებელი, რომლებზეც დღეს 18:00 იმსჯელებენ.
"კონკრეტულად თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ და როგორ გაიწერება ხვალინდელი სხდომების დღის წესრიგი ამას დღეს 19:00 საათისთვის მოგახსენებთ", - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
დავით ჯინჭარაძის თქმით კი, ეს შეხვედრა ეძღვნებოდა შიდა კონსულტაციებს, რომლის მეორე რაუნდიც საათნახევარში გაიმართება.
"ჩვენ ვიმსჯელებთ მიმდინარე საკითხებზე და ასევე კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატურასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.