იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების გადარჩევა და არჩევა ერთსა და იმავე სხდომაზე მოხდება, "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში იჩივლებს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თემურ გრიგალაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულს რეგლამენტი არეგულირებს.
"თუ მოხდება საკრებულოს კომისიის თავჯდომარეების გადარჩევა და არჩევა ერთსა და იმავე სხდომაზე, ამით რეგლამენტი დაირღვევა და "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში იჩივლებს", - აღნიშნა თემურ გირგალაშვილმა.
მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არ ეპოტინება სკამებს და მათი მიზანია პირნათლად შესრულდეს დაკისრებული მოვალეობები.
"სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით 5 დღე არაფერს წყვეტს. ჩვენ ვითხოვთ სხდომის 24 ივლისს ჩატარებას, ხოლო ახალი უმრავლესობა სხდომის გამართვას ხვალ აპირებს. ოპონენტებისგან ვერ მივიღეთ პასუხი რა მნიშვნელობა აქვს 5 დღეს", - აღნიშნა თემურ გირგალაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე, საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის და ყველა კომისის თავმჯდომარის გადარჩევას გეგმავენ.