ხვალ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხს განიხილავენ

ხვალ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხს განიხილავენ

ხვალ თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხს განიხილავენ.

"საკრებულოს თავმჯდომარემ არ მოიწვია სხდომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიტოვებთ კანონიერ უფლებას და ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მოვიწვევთ საკრებულოს სხდომას ხვალ, 13:00 საათზე", - განაცხადა საკრებულოს წევრმა დავით ჯინჭარაძემ.

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი აცხადებენ, რომ ხვალინდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, ვინაიდან სხდომის ჩანიშნვა და დღის წესრიგის შედგენა რეგლამენტის დარღვევით მოხდა.