საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შეხვედრა დაიწყო.
ახალი თავმჯდომარე იმ ცხრა წევრიდან შეირჩევა, რომლებიც ამ დროისათვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან და უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს არ ეწურებათ.
საბჭოში 13 წევრია, მათ შორის თავმჯდომარესა და სამ წევრს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.
ცნობილია ის სამი კანდიდატი, რომელტა შორისაც ბორდის წევრების არჩევანს გააკეთებენ. ესენი არიან: გიორგი მელაძე, ემზარ გოგუაძე და ნატალია დვალი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ლევან გახელაძე იკავებს. მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმიდინარე წლის 1 სექტემბერს ეწურება და ახალი თავმჯდომარე, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყებს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას.