მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ომბუდსმენი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ცალკე დასკვნას დადებს.
"ამ ეტაპზე მეტ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მას შემდეგ რაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება, სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ. ჯერჯერობით, დამუშავების პროცესში ვართ და ვიკვლევთ გარკვეულ მასალებს. სპეციალური განცხადება უახლოეს პერიოდში დაიდება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მამუკა მიქაუტაძემ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.