საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს. სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევნები ერთ საათში დაიწყება.

ახალი თავმჯდომარე იმ ცხრა წევრიდან შეირჩევა, რომლებიც ამ დროისათვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან და უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს არ ეწურებათ.

საბჭოში 13 წევრია, მათ შორის თავმჯდომარესა და სამ წევრს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები 11:00 საათზეა დაგეგმილი.