,,საქართველოს გზის" დამფუძნებელი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში ზურაბიშვილმა განამარტა, ის ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირების შესახებ განაცხადს უახლოეს მომავალში შეიტანს.
სალომე ზურაბიშვილმა ის მიზეზებიც განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობა.
,,ამ ქვეყანაში ახალი ტიპის პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით საჭიროა იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებით. ჩემი გამოცდილება, ჩემი წარსული და ის რაც მე ვიცი, მინდა გამოვიყენო ქვეყნისთვის იმ მომენტში, როცა, მგონია, რომ ქვეყანას სჭირდება", _ განაცახდა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბარიერები, რაც მას ხელს შეუშლის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაში.
,, მიყვარს ტექსტებთან მისვლა და წაკითხვა და გაგება ყველაფრის. კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქეობის მატარებელი, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატზე არაფერს ამბობს. საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ფიცის დადების მომენტში. ეს ერთი, ეს პრობლემა არ არის იქნება კანონი შეცვლილი თუ არ იქნება შეცვლილი. სხვათა შორის, ეს ფორმა არსებობს და გავლილი აქვს ბალტიის ქვეყნებს, სადაც არანაირი პრობლემა არ შეექმნა ამ კუთხით არც კანადელ ყოფილ პრეზიდენტს და არც ამერიკელ ყოფილ პრეზიდენტს. რაც შეეხება მეორე ხელის შემშლელ საკითხს, რომ მე სამი წელია რაც ქვეყნიდან გასული ვარ და გაეროში ვმუშაობ, ვიღაცამ გამოაცხადა რომ მე იქ ვარ საფრანგეთის წარმომადგენელი, ეს ას ასე არ არის მე ვარ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული და არც ერთ ქვეყანას არ წარმოვადგენ. ვარ საერთაშორისო ორგანიზაციაში მომსახურე. ამდენად საერთაშორისო ნორმა და პრაქტიკაა, რომ ეს არ ითვლება, როგორც გარე რეზიდენცია, როგორც ქვეყნიდან გასვლა", _განაცხადა ზურაბიშვილმა.