18-19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიტვას ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა პრემიერი ლიტვაში ვიზიტი ორდღიანია და ივანიშვილი ლიტვაში ვიზიტისას საქართველოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრებს.
,,პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიტვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სიტყვით გამოვა ლიტვის ევროპულ კლუბში. 18 ივლისს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში გაგრძელდება, სადაც ის თავის პოლონელ კოლეგას შეხვდება და საუბარი ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხება", - განაცხადა ზალკალიანმა.