გიგი უგულავაზე არაცერემონიული ადამიანი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ნანუკას შოუში" განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუნდში ყოველთვის იყო ჩხუბი და კამათი სხვადასხვა საკითხზე, თუმცა ცალკეული თანამდებობის პირები ამას უფრო დელიკატურად აკეთებდნენ. ზოგიერთს კი, პრეზიდენტის შეფასებით, "წლებთან ერთად რაღაცეების ართქმაც დასჩემდა".
"თუმცა ბოლომდე შემინარჩუნდა ხალხი, ვინც ბოლომდე მიყვიროდა და მეჩხუბებოდა. მაგალითად გიგი უგულავა, გიგა ბოკერია. უგულავაზე არაცერემონიული ადამიანი არ არსებობს. ისინი არ არიან სასიამოვნოდ საურთიერთო ხალხი, მაგრამ როცა მთავრობაში ხარ, ეს სასიამოვნოა. მთავრობაში ასეთი პოზა ეჭირათ, თუმცა, კარგი ადამიანები არიან",- განაცხადა პრეზიდენტმა.