იუსტიციის სამინისტრო მზად არის, უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას უხელმძღვანელოს და მას კოორდინირება გაუწიოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერმა განუცხადა.
"ჩვენთვის ცნობილია პარლამენტის ამ ინიციატივის შესახებ. თუკი პარლამენტი შესაბამის კანონს მიიღებს და იუსტიციის სამინისტრო განისაზღვრება ორგანოდ, რომელიც იქნება წამყვანი, უწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის თვალსაზრისით, ჩვენ მზად ვართ ეს მისია შევასრულოთ", - აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას კოორდინაციას უშიშროების საბჭო და მისი მდივანი უწევს. მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილებით კი, საარჩევნო კანონმდებლობაში იგეგმება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.