საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთი საათის წინ ტელეფონით თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ესაუბრა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, საუბრის დროს მოილაპარაკეს, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სანამ იურიდიული საკითხები მოწესრიგდება, ქართველ ექსპერტებს დაუშვებენ იშხანში, რათა იმუშაონ აღდგენაზე, ან მინიმუმ აღდგენა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ქართველების დასკვნა არ იქნება.
"მე შევატყობინე კულტურის სამინისტროს, რომ ისინი უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ იურიდიული ფორმების მონახვაზე, იმიტომ რომ, მაგალითად, რაბათში გუმბათის დანგრევა და რაღაც დამახინჯება არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი. ნგრევა არ უნდა იყოს მოლაპარკების საგანი, იმდენია ქვეყანაში ასაშენებელი. მე რაც ვნახე, თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო ძალიან გახნილი, ძალიან კონსტრუქციული, ოღონდ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.