მომწონს და მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ვიზიტით პოლონეთში წასულიყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დადებითი მოვლენაა, რომ როგორც იქნა ბიძინა ივანიშვილი პოლონეთში მიემგზავრება. "მაგრამ ასევე მოვუწოდებთ მას, რომ ყოველთვის ესაუბროს ისეთ დელეგაციას როგორიც ევროპარლამენტის დელეგაციაა",– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 18-19 ივლისს, ლიტვასა და პოლონეთში ვიზიტს გამართავს.