საარჩევნო უბნებიდან 20 მეტრის რადიურში აგიტაცია დაშვებული არ იქნება. ე.წ. აგიტატორებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა.
"საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ უნდა ვიხილოთ ამომრჩევეთა სიებით შეიარაღებული აგიტატორები. ამომრჩეველს არ უნდა მოუწიოს სააგიტაციო კორიდორში გავლა, სანამ კენჭისყრის უბანში შევა. შესაბამისად, 20 მეტრის რადიუსში არ იქნება ნებადართული აგიტაცია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებიდან მიეცემათ საარჩევნო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა და ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, უფლება არ ექნებათ, კიბეებთან ჩამწკრივდნენ და სიებით შეიაღებულმა ხელში, ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ" , - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.