თბილისის საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ შესაძლოა, რიგგარეშე სხდომა 19 ივლისს გამართოს

თბილისის საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ შესაძლოა, რიგგარეშე სხდომა 19 ივლისს გამართოს

თბილისის საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ შესაძლოა რიგგარეშე სხდომა 19 ივლისს გამართოს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. მამუკა ახვლედიანი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას 24 ივლისს ითხოვს. 

როგორც დავით ჯინჭარაძემ განმარტა, 11 ივლისს, მათ გააკეთეს განაცხადი რიგგარეშეEსხდომის 18 ივლისს გამართვის აუცილებლობის შესახებ, რომელზეც უნდა შეიცვალოს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ასევე ყველა კომისიის თავმჯდომარე.

რეგლამენტის მიხედვით, განაცხადის შეტანიდან ერთ კვირაში საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, ეს რიცხვი კი 18 ივლისია.

შესაბამისად, დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ თუ საკრებულოს თავმჯდომარე ხვალ არ მოიწვევს სხდომას, მაშინ საკრებულოს ახალი უმრავლესობა შეატყობინებს 19 ივლისს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატს. დავით ჯინჭარაძის თქმით, საკრებულოს 24 დეპუტატს უფლება აქვს, მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა.

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა დაეკისრება თავჯდომარის მოადგილეს, აღნიშნულ შემთხვევაში, ჯაბა სამუშიას ან გიორგი ტყემალაძეს. ახალი უმრავესობა გადაწყვეტს თუ ვინ იქნება მათ შორის სხდომის თავმჯდომარე.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დადგება თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანისა და ყველა კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.