უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის

უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის

სპეციალურად არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება. 

ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო.

"უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან უწყებათაშორისი კომისია იქმნება. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებით განისაზღვრება. საბჭოს მდივანი ამტკიცებს უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესს.