მამუკა ახვლედიანი მოითხოვს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 24 ივლისს გაიმართოს

მამუკა ახვლედიანი მოითხოვს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 24 ივლისს გაიმართოს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მამუკა ახვლედიანმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აღნიშნა , რომ 11 ივლისს, საკრებულოში შევიდა ოპოზიციონერთა, კერძოდ, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების განცხადება, რომელშიც ისინი ითხოვდნენ, რომ 18 ივლისს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართოს. მისსივე თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ თანამდებობიდან გადაყენებული იქნას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, ასევე კომისიების თავმჯდომარეები. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ იურიდიული მოთხოვნები გაუმართავი იყო, ამიტომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციონერ დეპუტატებს სთავაზობს, რომ საკრებულოში რიგგარეშე სხდომა 24 ივლისს ჩატარდეს, სადაც მოხდება პირველი მოადგილის, ანუ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადადგომა, ასევე კომისიის თავმჯდომარეების.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ინტერფრაქციული ჯგუფის სახელით შემოსულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უნდა მოხდეს ასევე საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლაც.

მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ 26 ივლისს ასევე დაგეგმილია საკრებულოს სხდომა და ამ სხდომაზე შეუძლიათ ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხი დააყენონ, შემდეგ კი დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საკრებულოს წევრები იმსჯელებენ თუ ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე.