ბაჩო ახალაიას საქმეზე, რომელიც 2006 წლის ციხის ბუნტთან არის დაკავშირებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იტყობინება, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბაჩო ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორტად გამოყენებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.
წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წინა პროცესზე ახალაის ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, საქმეში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, ბრალის შეწყვეტაა მოთხოვნილი.