ინფექციურ სნეულებათა და შიდსის კლინიკა ახალ შენობაში გადავა

ინფექციურ სნეულებათა და შიდსის კლინიკა ახალ შენობაში გადავა

ინფექციურ სნეულებათა და შიდსის კლინიკა ახალ შენობაში გადავა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად ორი იურიდიული პირი არსებობს - ინფექციურ სნეულებათა და შიდსის კლინიკა და სეფსისის ცენტრი. რაც შეეხება ინფექციურ სნეულებათა და შიდსის კლინიკას, რამდენიმე წლის წინ, კერძოდ, 3 წლის წინანდელი პროექტით, რომელიც ძალაშია და რომლის განხორციელებაც უკვე დავიწყეთ, ტენდერის პირობები სრულდება და ცოტა ხანში რესკონსტრუქცია დაიწყება. გეგმა ასეთია, რომ ახალი შენობის რეკონსტრუქცია მოხდება და ინფექციურ სნეულებათა და შიდსის კლინიკა ახალ შენობაში გადავა. რაც შეეხება სეფსისის ცენტრს, აქ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ 4 სამუშაო ვარიანტი გაქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ლიდერი უკვე გამოიკვეთა და ოთხივე ვარიანტი კოლექტივის მაქსიმალური ჩართულობითაა. საკითხი პარაქტიკულად გადაწყვეტილია, ყოველგვარი კონფლიქტებისა და არეულობის გარეშე. სერვისების წყვეტა არ მოხდება და პირიქით, მოხდება ინფრასტუქტურის განვითარება", - განაცხადა სერგეენკომ.