ადვოკატი:  აკვაპარკი კვიპროსზე რეგისტრირებულ კომპანია

ადვოკატი: აკვაპარკი კვიპროსზე რეგისტრირებულ კომპანია "კრიპტონ მენეჯმენტს" ეკუთვნის

თბილისის აკვაპარკის მფლობელი უცხოელია, აკვაპარკი კვიპროსზე რეგისტრირებულ კომპანია "კრიპტონ მენეჯმენტს" ეკუთვნის, - ამის შესახებ "ინტეპრესნიუსს" აკვაპარკის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მფლობელი და უშუალო მეპატრონე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, საქართველოში კომპანია "აკვაპარკის" დირექტორია იოსებ შავიშვილი. 

თბილისის აკვაპარკში ხანძარი გუშინ, ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც დიდი ნაწილი დამწვარია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასაგენად ექსპერტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.