დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან თავისუფლდებიან

დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან თავისუფლდებიან

დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან თავისუფლდებიან. "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები, ძალაში შევიდა. 

ამოქმედებული ცვლილებებით, დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და იქმნება მექანიზმი, რომლის საფუძველზეც, განსაზღვრული ვადის და შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი ხდება. 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით განისაზღვრა იმ დასრულებული, ან დასრულების ეტაპზე მისული შენობა-ნაგებობების მშენებელი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების დროებითი 6-თვიანი მექანიზმი, რომლის მშენებლობის ნებართვას გასული აქვს ვადა და მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით.