აკვაპარკის ხელმძღვანელობა ხანძრის შეგნებულად გაჩენას გამორიცხავს

აკვაპარკის ხელმძღვანელობა ხანძრის შეგნებულად გაჩენას გამორიცხავს

აკვაპარკის ხელმძღვანელობა ვერსიას, ხანძრის შეგნებულად გაჩენის შესახებ უარყოფს. როგორც აკვაპარკის დირექტორმა, აკაკი სულხანიშვილმა განაცხადა, მისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები , თუმცა აქვე ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, შეგნებულად არის გაჩენილი. 

მისი თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარია სულ სამი ნაგებობა, რომლის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება. სულხანიშვილის განცხადებით, აკვაპარკი მუშაობას ორ დღეში აღადგენს.

როგორც აკვაპარკის დირექტორი განმარტავს, ქონება დაზღვეულია ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში. ამჟამად ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.