საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სრულიად დამოუკიდებელი კანდიდატი შეირჩევა , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სემეკის თავმჯდომარეს არც თავად შეარჩევს და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინაიდან, კომისიას აპოლიტიკურმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს.
"ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ძლიერი ორგანო, რომელიც ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას დაეხმარება" , - აღნიშანა კახი კალაძემ.
სემეკის მოქმედ თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა აგვისტოში ეწურება.