ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტობა სურს?

ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტობა სურს?

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერში მონაწილეთაგან უმეტესობა მისი ყოფილი გუნდის წევრები არიან.

"სირცხვილია "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა თუნდაც ერთი ამომრჩევლის ხმა მიიღოს", - განაცხადა შევარდნაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მონაწილეებიდან - გია ბარამიძე, დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე, თითქმის ისევ ყველა ჩემი გუნდიდანაა. იქნებ მეც ჩავერთო ამ პროცესში?! ხომ გაგიგონიათ, ხალხური სიბრძნე - "ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გია ბარამიძის გამკვირვებია, რა ისეთი საამაყო წარსული აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტობა სურს?!

სირცხვილია "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე კანდიდატმა თუნდაც ერთი ხმა მიიღოს," - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.