საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებების რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებების რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა

საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა.2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის განცხადებით წარდგენილი კანდიდატების სია 16 ივლისისათვის ასე გამოიყურება :

1. მიხეილ (გელა) სალუაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი.

2. ტარიელ ხვედელიძე - საინიციატივო ჯგუფი: დავით დარსაძე, ლერი კიკვაძე, თემურ სოფრომაძე, ზვიად სოფრომაძე, დავით ბარამიძე

3. ნესტან კირთაძე - საინიციატივო ჯგუფი: ანა რეხვიაშვილი, გივი რობაქიძე, ვახუშტი ფარცვანია, გიორგი მესხიძე, მინდია ბერეკაშვილი.

4. გიორგი გახოკია - საინიციატივო ჯგუფი: ილარიონ ბარაბაძე, კახა ბერძენიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, ლამარა ოჩიგავა, ამალია რამიშვილი.

5. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია

6. მამუკა ჭოხონელიძე - საინიციატივო ჯგუფი: აკაკი კაჭარავა, დავით ჯანხოთელი, ზაზა ჭოხონელიძე, ზურაბ ბუტიკაშვილი, თამაზ ოქრუაშვილი.

7. ნიკოლოზ გორგიჯანიძე - საინიციატივო ჯგუფი: გულიზარ აბასოვი, გოდერძი თარხნიშვილი, გიორგი ბადალიანი, ნუნუ კოხოძე,ზაურ მერეკლიშვილი.

8. გიორგი თარგამაძე - ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"

9. სერგო ჯავახაძე - პარტია ,, სამართლიანი საქართველოსთვის"

10. გიორგი ჩიხლაძე - საინიციატივო ჯგუფი: გიორგი გიორხელიძე, უჩა წიკლაური, ზაზა ხურციძე, გიორგი ხაჭაპურიძე, ლავრენტი სუხიშვილი.

11. მერაბ გორგაძე - საინიციატივო ჯგუფი: ქრისტინე კობალაძე, შორენა კობალაძე, რუსლან გორგაძე, მანუჩარ სურმანიძე, ჯემალ დუაძე.


შეგახსენებთ, რომ ამ სიიდან, ორ საინიციატივო ჯგუფსა და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს ტარიელ ხვედელიძესა და გიორგი გახოკიას, ორმაგი მოქალაქეობის გამო, რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ.

ცესკოში განაცხადების წარდგენა პრეზიდენტობის მსურველებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ. 17 სექტემბრამდე კი მათ 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ .