ვანო მერაბიშვილს დღეს ციხეში ევროპარლამენტარები მოინახულებენ

ვანო მერაბიშვილს დღეს ციხეში ევროპარლამენტარები მოინახულებენ

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს დღეს ე.წ მატროსოვის ციხეში ევროპარლამენტარები მოინახულებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაციონალური მოძრაობიდან აცნობეს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები ციხეში 09.30 საათზე შევლენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან არნო დენჟანი, კრიშტოფ ლისეკი, პაველ კოვალი, ამე გომესი და ტევესა რივა მანდურელი.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში ვიზიტის დროს, გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და პატიმრობაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რაც "ნაიოცნალური მოძრაობის" პრესსამსახურშიც დაადასტურეს. საუბარი 12 ივლისს გაიმართა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბარი სხვა საკითხების გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მერაბიშვილის განთავსების პირობებსაც შეეხო.

ამასთან, აქვე ნათქვამია, რომ 11 ივლისს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. იაცეკ პროტასევიჩი იმ პირობებით დაინტერესდა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იხდის სასჯელს.