შტეფან ფულესა და ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

შტეფან ფულესა და ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აღნიშნული ინფორმაცია მერაბიშვილის "facebook" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციის თანახმად, 12 ივლისს თბილისში ვიზიტით მყოფ გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი სხვა საკითხებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მერაბიშვილის ყოფნის პირობებსაც შეეხო.

გარდა ამისა, ინფორმაციის თანახმად, 11 ივლისს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

იაცეკ პროტასევიჩი იმ პირობებით დაინტერესდა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის.