დღეს საქართველოს ჰყავს ბედუკაძე-ივანიშვილის მთავრობა, თავისი ცოცხით და თავისი ყველაფრით

დღეს საქართველოს ჰყავს ბედუკაძე-ივანიშვილის მთავრობა, თავისი ცოცხით და თავისი ყველაფრით"

საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის განხილვა რუსთავში ხმაურის ფონზე წარიმართა.

დამსწრეთა ერთმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა იმ მიზეზით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამოსვლის მოსმენა არ ისურვა. მათ აკაკი ბობოხიძეს ე.წ. ციხის კადრებიც გაახენეს.

"საქართველო აღშფოთდა დადგმულ სპექტაკლზე. კაცმა თავი მოიკლა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, თავისი პიროვნული პასუხისმგებლობა იგრძნოს. რაც შეეხება ცოცხებს, გიმეორებთ, იყო დადგმული, მაგრამ ვთქვათ და, იყო მართალი, მაშინ ასე მაინც დავყოთ: ცოცხების გამკეთებლები ანუ ჩვენ და ცოცხებგაკეთებულები. დღეს საქართველოს ჰყავს ბედუკაძე-ივანიშვილის მთავრობა, თავისი ცოცხით და თავისი ყველაფრით", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.