ლევან ვასაძე:  გიორგი მარგველაშვილს მხარს ვუჭერ როგორც რიგითი მოქალაქე

ლევან ვასაძე: გიორგი მარგველაშვილს მხარს ვუჭერ როგორც რიგითი მოქალაქე

გიორგი მარგველაშვილს მხარს ვუჭერ როგორც რიგითი მოქალაქე, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კითხვაზე, როგორი იქნება თქვენი მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ შეაფასებთ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებს, ბიზსნესმენმა ლევან ვასაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს.

"მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, არ მაინტერესებს. გიორგი არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ძალიან ვგულშემატკივრობ მას და მხარს ვუჭერ, როგორც რიგითი მოქალაქე", - განაცხადა ლევან ვასაძემ.